IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი, გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ძირითადად ანაკლიის პორტსა და მამუკა ხაზარაძეზე საუბრობს.

ხაზარაძემ ვერ მოახერხა ბოლომდე შეეჭამა ქართული ფული და როცა მისი უსინდისო ჩანაფიქრი ჩაიშალა, იმ რაღაც კონსორციუმის მეშვეობით საქართველოსგან, თქვენგან, ჩემგან, ჩვენი მშობლებისაგან, შვილებისგან 1 მილიარდს ითხოვს. – წერს გია გაბრიჩიძე.

სრული პოსტი:

“ანაკლია ნამდვილად ბრწყინვალე ადგილია დედამიწის ზურგზე.
ლამაზი, ყველა სიკეთით შემკული, მაგრამ ხშირად ქვეგამხედვართა ბოროტი საქმეების ჩადენის ადგილიც იყო.
ტყვეთა სყიდვა, რაც ქართულ სახელმწიფოს უმტკივნეულეს დაღად ესვა, ანაკლიიდან ხდებოდა.
დღევანდელი ქვეგამხედვარნი, რომლებსაც იმ ტყვეთა მსყიდველების სისხლი უდით ძარღვებში, ცდილობენ ანაკლია ისევ საქართველოს სახელმწიფოს დასასუსტებელ პოლიგონად აქციონ.
ხაზარაძემ ვერ მოახერხა ბოლომდე შეეჭამა ქართული ფული და როცა მისი უსინდისო ჩანაფიქრი ჩაიშალა, იმ რაღაც კონსორციუმის მეშვეობით საქართველოსგან, თქვენგან, ჩემგან, ჩვენი მშობლებისაგან, შვილებისგან 1 მილიარდს ითხოვს.
არზრუმის ფაშას მიმართე “ლელოს” ლიდერო – არზრუმის ფაშას, თორე ევროპული არბიტრაჟი ვერაფერს გიშველის 😉
კრიმ-გირეიც შეიძლება, მაგრამ მათ ფელუკებს შენთვის არ სცალიათ” – გია გაბრიჩიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება