IMG.GE IMG.GE

მაია ცქიტიშვილმა რაჭაში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. როგორც ვიცე-პრემიერმა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, შესაბამისმა უწყებებმა ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს და 5 სოფელთან საგზაო კავშირი უკვე აღდგენილია. თუმცა კიდევ 5 სოფელთან გზის აღდგენას ოპტიმისტური პროგნოზის მიხედვის გზის აღსადგენად დაახლოებით 1 თვე იქნება საჭირო.

ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის დასახმარებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ყველა სამსახური არის ძალიან აქტიურად ჩართული. ჩვენ დღეს უკვე პრემიერთან ერთად ვიყავით დიდ ღებში და პატარა ღებში, ხვალ ვაპირებთ, რომ კიდევ რამდენიმე სოფელი მოვინახულოთ, მოსახლეობასთან გვქონდეს შეხვედრა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ დამატებით მუნიციპალიტეტს მუდმივ რეჟიმში აქვს დამყარებული კონტაქტი ყველა სოფელთან, არის გახსნილი ცხელი ხაზი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს დაუკავშირდეს მუნიციპალიტეტს და დააფიქსიროს თავისი საჭიროება, ეს იქნება წამოსვლა, გადმოსვლა თუ პროდუქტის ან წამლის მიტანა. უკვე დღეს სოფელ გლოვაში დამატებით მიემგზავრება ვერტმფრენი, რომელიც ჩაიტანს იქ სურსათსა და წამალს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება