Skip to content
07/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იმედის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ НАБУ წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის მიერ შექმნილ მის საკურატორო ორგანოს, რომლის მეორე სახელმძღვანელო პირი, დავით არახამიას პოლიტიკური გუნდის წევრი – გიზო უგლავაა

მარშალ პრესი 05/09/2022
დავით ქართველიშვილი

,,არ გამოვრიცხავ, რომ ზაპოროჟიეს ოლქის მუნიციპალური ადმინისტრაციის მესვეურებთან, გამოძიებას მართლაც ჰქონდეს კონკრეტული კითხვები უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ჰუმანიტარული ტვირთების ქურდობასთან დაკავშირებით.

თუმცა, აქაც უნდა მივაქციოთ ყურადღება ინფორმაციის გავრცელების წყაროს,’’– წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, კირილ ტიმოშენკოსა და დავით არახამიას მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, ამ საქმეში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით – სავარაუდოდ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) და უშიშროების სამსახური (СБУ), რომლებიც ერთობლივ გამოძიებას აწარმოებენ, მიუკერძოებელ და ობიექტურ დასკვნას დადებენ. ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდა ისრაელის ტელეარხმა RTVi-იმ – ამ ეტაპზე”ნედლიც” არის და მწირიც.

არ გამოვრიცხავ, რომ ზაპოროჟიეს ოლქის მუნიციპალური ადმინისტრაციის მესვეურებთან, გამოძიებას მართლაც ჰქონდეს კონკრეტული კითხვები უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ჰუმანიტარული ტვირთების ქურდობასთან დაკავშირებით. თუმცა, აქაც უნდა მივაქციოთ ყურადღება ინფორმაციის გავრცელების წყაროს. RTVi – სწორედ ის ტელეარხია, რომლის საინფორმაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი და მთავარი რედაქტორის მოადგილე, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, “საერთაშორისო ნაცებთან” აფილირებული, უკრაინული და ქართული პოლიტიკური შესაბამისი გუნდების მხარდამჭერი – ეკატერინა კოტრიკაძე იყო. საინტერესო იქნებოდა მისი კომენტარიც ყოფილი კოლეგების სიუჟეტზე, მით უმეტეს, რომ ის დღესდღეობით თბილისში უნდა იმყოფებოდეს.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოსა და დავით არახამიას მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, ამ საქმეში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით – იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიმედოვნებთ რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) და უშიშროების სამსახური (СБУ), რომლებიც ერთობლივ გამოძიებას აწარმოებენ, მიუკერძოებელ და ობიექტურ დასკვნას დადებენ. ამ იმედის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ НАБУ წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის მიერ შექმნილ მის საკურატორო ორგანოს, რომლის მეორე სახელმძღვანელო პირი, დავით არახამიას პოლიტიკური გუნდის წევრი – გიზო უგლავაა. მართალია, НАБУ-სა და СБУ-ს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოუცხადებელი ომი, რომელსაც უკვე “ემსხვერპლა” СБУ-ს ყოფილი ხელმძღვანელი ბაკანოვი და ამ ეტაპზე ცოტა გაუგებარია, რა შედეგს დადებს მათი ერთობლივი გამოძიება – თუმცა ამერიკელების ჩართულობა ამ პროცესში დამაიმედებელია, განსაკუთრებით აშშ-ს საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ხშირად დასმული კითხვების ფონზე: არსებობს თუ არა უკრაინაში გაგზავნილ სამხედრო და ჰუმანიტარულ ტვირთებზე, მათი გამოყენების მიზნობრიობის კუთხით – სათანადო მონიტორინგი,’’– წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ეროვნული განვითარების სტრატეგია ქმნის მყარ საფუძველს მომდევნო წლებში ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი პროგრესისა და წარმატებული მომავლისთვის, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან
Next: ეს არის პირდაპირი დასტური, რომ კრედიტ სუისის საქმეს ბიძინა ივანიშვილის შანტაჟისთვის იყენებდნენ – ვატო შაქარიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.