IMG.GE IMG.GE

თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის და დიპკორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კანონი უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე. იუსტიციის მინისტრმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა ფაქტს იმის შესახებ, რომ საქართველოს პირველად აქვს საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს, არამედ მათი უფლებების დაცვის ვალდებულებას.

კანონი შშმ პირთა შესახებ მათი უფლებების დაცვას, პირველ რიგში, სახელმწიფოს აკისრებს და საკანონმდებლო აქტი თავად განსაზღვრავს სხვადასხვა უწყების ვალდებულებებს, მოამზადონ დროში გაწერილი საქმომედო გეგმები შესაბამის სფეროში კანონის ეფექტური აღსრულებისთვის.

,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა ახალმა კანონმა ჩაანაცვლა ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 14 ივნისისი კანონი. რომელიც მოძველებული იყო და აღარ პასუხობდა ამ სფეროში არსებულ რეალურ გამოწვევებს. ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები კი ვერ მოქმედებდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება