Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჰუმანიტარული ტვირთის მითვისებაში, შესაძლოა, არახამია და ტიმოშენკო იყვნენ გარეულები – RTVI

მარშალ პრესი 05/09/2022
RTV1

ზაპოროჟიეს ოლქში მოპარული და გაყიდული ჰუმანიტარული ტვირთის კრიმინალური ისტორია, შესაძლოა, სკანდალურ თემად იქცეს. უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის დეტექტივებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თაღლითურ სქემაში, შესაძლოა, გარეულნი იყვნენ პრეზიდენტის ოფისის ჩინოვნიკები და დეპუტატები მმართველი პარტიიდან. ინფორმაციას  RTVI ავრცელებს.

RTVI -ის ინფორმაციითვე, ანტიკორუფციული ბიუროს ვარაუდით, კორუფციულ სქემაში შესაძლოა, მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო და საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია.

პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და მას “დაუსაბუთებელი აბსურდი” უწოდეს.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეში მიმდინარეობს საგამოძიებო მოკვლევა დაკარგული 22 საზღვაო კონტეინერის, 389 მატარებლის ვაგონისა და  220  ტრაილერის საქმეზე.

Post navigation

Previous: „პატივცემული გვამები“ იძულებულები შეიქმნენ, ერთად წვეოდნენ საკურატოროს „ცხელი შემოდგომის“ აღსასრულებლად, თუ არა და, ფაფუ დაფინანსება
Next: იმდენად ბანალური გახდა რადიკალური ოპოზიციის ქმედებები, რომ კომენტირებაც რთულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.