მედიის ცნობით, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით ქაბულიდან 640 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

278
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით ქაბულიდან 640 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, 15 აგვისტოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით ავღანეთიდან 640 ადგილობრივი მცხოვრების გაყვანა მოხერხდა. როგორც ამერიკული მედია წერს, თავდაპირველად ამ რაოდენობით ადამიანის ევაკუაცია დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა ავღანელების ნაწილი თვითმფრინავში მაინც მოხვდა და სამხედროებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი ბორტზე დაეტოვებინათ.

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ყატარის ავიაბაზაზე დაეშვა.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვიტოს მოძრაობა „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა, რასაც ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში ქაოსი მოჰყვა. ავღანელების დიდი ნაწილი ყველა ხერხით ცდილობდა, თვითმფრინავში ასულიყო. არეულობის დროს სხვადასხვა მიზეზებით 7 ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება