მედიის ცნობით, თურქეთი ირანთან საზღვარზე დამცავ კედელს აშენებს, რათა ავღანეთიდან ლტოლვილების ნაკადის კონტროლი შესაძლებელი გახდეს

329
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

თურქეთი ირანთან საზღვარზე დამცავ კედელს აშენებს, რათა ავღანეთიდან ლტოლვილების ნაკადის კონტროლი შესაძლებელი გახდეს. როგორც „ფრანს პრესი“ წერს, ამჟამად აშენებულია კედლის 5-კილომეტრიანი ნაწილი, თუმცა სულ მისი სიგრძე 295 კილომეტრი უნდა იყოს.

დამცავ კედელთან ერთად თურქეთ-ირანის საზღვარზე დაამონტაჟებენ მავთულხლართებს და გათხრიან სანგრებს.

„ჩვენ გავააქტიურებთ მუშაობას და გავაგებინებთ ყველას, რომ ჩვენი საზღვრები შეუვალია. დამცავი კედლის ნაწილი დასრულებულია. გათხრილია 150 კილომეტრის სიგრძის სანგრები“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, თურქეთში შიშობენ, რომ ავღანეთში ხელისუფლებაში მოძრაობა „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ, ქვეყნიდან ლტოლვილების ნაკადი თურქეთის მიმართულებით გაიზრდება.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება