მედიის ცნობით, „თალიბანმა“ ავღანეთში „საყოველთაო ამნისტია“ გამოაცხადა და ქალებს მოუწოდა, შეუერთდნენ ახალ მთავრობას

318
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთში „საყოველთაო ამნისტია“ გამოაცხადა და ქალებს მოუწოდა, შეუერთდნენ ახალ მთავრობას. მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება „თალიბანის“ წევრმა, ენამულა სამაგანიმ გააკეთა, რომელიც „თალიბანის“ კულტურის კომისიის წევრია.

„ისლამურ საამიროს არ სურს, რომ ქალები იყვნენ მსხვერპლი. ისინი უნდა იყვნენ მთავრობის სტრუქტურებში, შარიათის კანონის მიხედვით. მთავრობის სტრუქტურა ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ გახლავთ, მაგრამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უნდა შეიქმნას სრულად ისლამური მმართველობა და მას ყველა მხარე უნდა შეუერთდეს“ – განაცხადა სამანგანიმ.

მოძრაობა „თალიბანმა“ 15 აგვისტოს დაიკავა ქაბული და ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნის შესახებ განაცხადა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება