აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მათი სპეციალური წარმომადგენლის ხელმძღვანელობით, ამერიკელი დიპლომატების დელეგაცია აგრძელებს კონტაქტებს „თალიბანის“ წარმომადგენლებთან

136
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ავღანეთის საკითხზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ზალმაი ხალილზადის ხელმძღვანელობით, ამერიკელი დიპლომატების დელეგაცია დოჰაში აგრძელებს კონტაქტებს „თალიბანის“ წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ ბოლო 72 საათის განმავლობაში – ელჩი ხალილზადი და მისი დელეგაცია დოჰაში დარჩნენ. ისინი ჯერ კიდევ დოჰაში არიან იმ კონსულტაციების შემდეგ, რომლებზეც გასულ კვირაში ვისაუბრეთ გაერო-სთან და რეგიონის არაერთ ქვეყანასთან. ისინი „თალიბანთან“ ურთიერთობას აგრძელებენ. აგრეთვე აგრძელებენ ურთიერთობას ისლამურ რესპუბლიკასთან, ანუ ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებთან.

როდესაც გაირკვა, რომ ავღანეთის მთავრობა დაშლის პირას იყო, პრეზიდენტი ღანი გაიქცა და თალიბები შედიოდნენ დედაქალაქ ქაბულში, რა თქმა უნდა, ფოკუსი შეიცვალა. დაიწყო გულმოდგინე მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმისთვის, რომ ძალადობა აღკვეთილიყო, შენარჩუნებულიყო წესრიგი ქაბულში და რაც მთავარია, უზრუნველყოფილიყო ის, რომ თალიბები არ დამუქრებოდნენ ჩვენს ხალხს და ჩვენს ოპერაციებს. როდესაც საქმე ეხება „თალიბანს“, ჩვენ ვაკვირდებით მათ ქმედებებს და არ ვისმენთ მათ სიტყვებს“, – აღნიშნა პრაისმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი პერსონალის წინააღმდეგ მუქარის გამოყენების ნებისმიერ მცდელობაზე იქნება სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება