Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში, ამჯერად “მთავარი არხი”-სგან – ანდრია ჯაღმაიძე

მარშალ პრესი 03/09/2022
ანდრია ჯაღმაიძე

დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში, ამჯერად მთავარი არხისგან, “რომ სვეტიცხოველში რუსული ლოცვა ისმოდა” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „მთავარი“ არხის სიუჟეტთან დაკავშირებით.

ანდრია ჯაღმაიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში, დღეს კი მომლოცველები არიან ჩამოსული ბელორუსიიდან რომელთაც ახლავთ ბულგარელი მღვდელი და დიაკონი, მონაწილეობენ ლოცვაში, ხვალ კი მონაწილეობას მიიღებენ ლიტურგიაში.

მისივე თქმით, საეკლესიო ტრადიციით, ეკლესიაში მისულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა.

„დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში, ამჯერად მთავარი არხისგან, “რომ სვეტიცხოველში რუსული ლოცვა ისმოდა” განვმარტავ კიდევ ერთხელ: ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში. დღეს კი მომლოცველები არიან ჩამოსული ბელორუსიიდან რომელთაც ახლავთ ბულგარელი მღვდელი და დიაკონი, მონაწილეობას იღებენ ლოცვაში, ხვალ კი მონაწილეობას მიიღებენ ლიტურგიაში. საეკლესიო ტრადიციით ეკლესიაში მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა. სვეტიცხოველში არ შეშვება კი სავარაუდოდ სიუჟეტის სიმძაფრისთვის დამატებული ეფექტია. ლინკს პირველ კომენტარში დავდებ. გთხოვთ კომენტარები კორექტულობის ზღვარს ნუ გასცდება“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: “პოს ტვ” უკვე მესამე ადგილზე ასულა რეიტინგში, ასე თუ გაგრძელდა, მერე არ ვიცი, რა იქნება
Next: გგონიათ, რომ მატყლს ვწეწავთ აქ და ან თათბირზე გაკეთებული განცხადებები არ ვიცით? – ელისო კილაძე “მთავარ არხზე”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025