IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ახალგაზრდა კოლეგებს მიმართავს.

ის კონკრეტულად გიორგი გახარიას შესახებ წერს და ჟურნალისტებს ურჩევს, რომ მასთან საუბრისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან ქვეყნის დასაცინად არ გადაიქცნენ.

„გული მტკივა, როცა ჟურნალისტებს ლანძღავენ. განსაკუთრებით, თუ ეს ლანძღვა – გინება და ქილიკი სამართლიანია. ამასწინათ, მეგობარმა მაჩვენა სიუჟეტი, როგორ იღებს (უფრო ზუსტად, ცდილობს აიღოს) ჟურნალისტების ჯგუფი, ათამდე პერსონა, ინტერვიუს პრემიერ გახარიასგან – ძალიან შემრცხვა.

ჟურნალისტებო, დაიმახსოვრეთ ბოლოს და ბოლოს, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, გვიყვარს თუ არ გვიყვარს, გახარია არის ნიჭიერი, გონებამახვილი და საკმაოდ ენაკვიმატი კაცი. მასთან საუბრისას ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ქვეყნის დასაცინად არ გადაიქცეთ. ამის გარდა, ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ ჟურნალისტიკა (ბევრ სხვა რამესთან ერთად) არის შეკითხვების დასმის ხელოვნება. გაიგეთ? – ჟურნალისტიკა არის შეკითხვების დასმის ხელოვნება! ანუ, შეკითხვა უნდა იყოს საქმიანი, კომპეტენტური და სინამდვილის შესაბამისი; თუ რომელიმე საჩოთირო კითხვაზე სასურველი პასუხის მიღების სურვილი გაქვთ, რესპონდენტს შეკითხვები უნდა დაუსვათ თითო – თითოდ და არა ხუთი ერთდროულად – არ უნდა მისცეთ მას კითხვების არჩევის საშუალება და, საერთოდ, სანამ გახარიასნაირ სახიფათო რესპონდენტთან გაჯიბრებას გადაწყვეტდეთ, შემომიარეთ, ჟურნალისტიკაზე ვილაპარაკოთ!“– წერს ჟურნალისტი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება