IMG.GE IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ რაჭაში რამდენიმე ოჯახი რისკის ზონაში ცხოვრობს და შესაძლოა მათი გასახლება გახდეს საჭირო. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ონში განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ეცნობა

„რაც ვნახე ჩემი თვალით ღებსა და პატარა ღებში, რამდენიმე ადგილას მართლა არის რამოდენიმე მოსახლე, რომლებიც არიან რისკის ზონაში და შეიძლება, იქ გასახლებებიც დაგვჭირდეს. ამიტომ, როგორც კი გზა გაიხსნება, შესაბამისი სამსახურები, გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში, შეისწავლიან, როგორც ნიადაგებს, ასევე, ღვარცოფულ ქანებს და იქნება ის გადაწყვეტილებები მიღებული, რომლებიც აუცილებელი იქნება, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს. დღეს, სამწუხაროდ, ეს არის ამ სტიქიის შედეგები. რაღაც დროს დავკარგავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ახლა შოვში ტურისტულად ჩასული ძალიან ბევრი სტუმარია და ხელისუფლება ყველა ოჯახურ სასტუმროს დაეხმარება, რათა მათ სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

„რადგან ერთი თვის განმავლობაში შეიძლება, შოვთან კავშირგაბმულობა ნორმალური გზით პრობლემური იყოს, მათაც, თითოეულ ოჯახურ სასტუმროს, ყველას მივეხმარებით იმაში, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ. აქ იქნება სრული ყურადღება. შესაბამისი შტაბი შექმნილია. შტაბს ხელმძღვანელობს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე. ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, რომლებიც აუცილებელია, აქ იყოს, იქნება აქ და ამ შტაბთან პირადად მე მექნება ყოველდღიური კავშირი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება