IMG.GE IMG.GE

„უკიდურესად მძიმე ადამიანური ტრაგედიები არ უნდა გამოვიყენოთ, არ არის ეს ეთიკური“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

კითხვას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიების მიმართ უნდობლობა აქვს, პრემიერმა უპასუხა, რომ მსგავსი რამ არ მოუსმენია.

„ეს უკიდურესად მძიმე ადამიანური ტრაგედიები არ უნდა გამოვიყენოთ, არ არის ეს ეთიკური. აცადეთ პოლიციას და პროკურატურას, რომ გამოძიება ჩაატაროს ნორმალურად. გამოძიების შემდგომ თუ დარჩება კითხვის ნიშნები შემდგომ, ამ ქვეყანაში მედია თავისუფალია, გამოხატვის უფლება თავისუფალია, არავის არასოდეს არაფერი შეზღუდვია, ხომ იცით. ბევრჯერ შევხვედრივართ, ბევრ საქმეებზე გვისაუბრია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ კონკრეტული ადამიანის ოჯახების ტრაგედიები გამოვიყენოთ იმაში, რომ პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვები დავსვათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება