საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა დასრულდება იმ შედეგით, რომ ივნისის ბოლოს მესამე მოსმენით ერთობლივად მივიღებთ ცვლილებებს – შალვა პაპუაშვილი

195
წაკითხვა/ნახვა

არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც შეთანხმება შეუძლებელია, ამიტომ გამომდინარე იმ საერთო სულისკვეთებიდან, რომელიც არსებობს პარტიებს შორის თანამშრომლობის კუთხით, ვფიქრობ, დღეს ტექსტის მხრივ ყველაფერზე შევთანხმდებით და გადავალთ უკვე საკომიტეტო მოსმენაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საერთო განხილვების დროს სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი

„არის ასეთი საკითხი, სადაც შეთანხმება შეუძლებელია, შეთანხმებით საბოლოო ჯამში, ვნახავთ ისეთ მოდელს, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღები, მათ შორის უპასუხებს შეთანხმების არსსაც. გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებაში არის სხვადსახვა საკითხი, ჩანს უფრო მოადგილის საკითხი, თუმცა არის ტექნიკური დეტალები, რომელზეც შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი. საერთო განწყობა არის ძალიან კარგი სამუშაო პროცესის და ვფიქრობ, დასრულდება ყველაფერი იმ შედეგით, რომ ივნისის ბოლოს მესამე მოსმენით ერთობლივად მივიღებთ ამ ცვლილებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები
მოწონება