Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

მარშალ პრესი 02/09/2022
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

„შეხვედრაზე განხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი.მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი მიესალმა გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში.

ასევე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ევროკავშირის როლი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული, რათა ოპონენტებს პოზიტიური დინამიკა აჩვენოს – ყველაფერს ვაკეთებთ ევროკომისიის რეკომენდაციების სწრაფად შესასრულებლად
Next: 6 სექტემბერს ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025