IMG.GE IMG.GE

საქართველოში გათამაშებული ამბავი: როგორ შეეცადა პატარა ნავთობკომპანია შებრძოლებოდა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს – ამ სათაურით გამოცემა “ჰიუსტონ ქრონიკალი” სტატიას აქვეყნებს.

სტატიის მიხედვით, მაისში, ტეხასელი სენატორები ჯონ კორნინი და ტედ კრუზი სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ხაზინის მდივანს სტივ მნუჩინს ჰიუსტონიდან, ნაკლებად ცნობილი ნავთობკომპანიის სახელით საქართველოში გაუარესებულ სიტუაციაზე წერდნენ.

კომპანია Frontera საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტის გაწყვეტის პირას იყო, რათა კასპიის ზღვის შორიახლოს ნავთობისა და გაზის რეზერვებზე ემუშავა.

კრუზისა და კორნინის თქმით, რაც კომპანია Frontera-ში ხდებოდა “გეოპოლიტიკური მნიშვნელობის” იყო და რეგიონში რუსულ გავლენაზე მეტყველებდა, რითაც საფრთხე შეექმნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას საქართველოში “სტაბილურობისა და ენერგოდამოუკიდებლობის” ამოცანების მიღწევაში დახმარებასთან დაკავშირებით.

“ჰიუსტონ ქრონიკალი” დეტალურად საუბრობს იმ კონგრესმენებზე, რომლებიც აქტიურად ახდენენ საქართველოში ბიზნესის შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის არიან მალინი, ბაბინი და არინგტონი. თითოეული მათგანის საარჩევნო კამპანიის შემომწირველი იყო კომპანია Frontera.

გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სენატორების განცხადებები, რომლებიც საქართველოში მმართველი პარტიის კრიტიკას შეიცავს, პირდაპირ კავშირშია “ფრონტერასთან”, რომელსაც საქართველოში საკუთარი ბიზნეს ამბიციები გააჩნია, სხვანაირად არ აიხსნება ის ფაქტი, რომლის მიხედვითაც, რესპუბლიკელების მიერ დახატული სურათი უპირისპირდება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, რომელიც მსოფლიო ბანკის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით და ამ ნიშნით მხოლოდ ერთი ადგილით ჩამორჩება ამერიკის შეერთებულ შტატებს – აღნიშნულია “ჰიუსტონ ქრონიკალის” სტატიაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება