IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად ;

“1999-ში დავწერე (“რეზონანსი”), რომ ნათელაშვილი არის ვირეშმაკა;
2004-ში დავწერე (“ახალი ვერსია”), რომ სააკაშვილი და ე.წ. ვარდების რევოლუცია არის რუსული პროექტი;
2011-ში დავწერე (ფორ.გე), რომ ელისაშვილი არის გაიძვერა.
არ გჯეროდათ და მამუნათებდით, ახლა მე გამუნათებთ და გეკითხებით: რაის ლელა კაკულია და რაის მიშელ ნოსტრადამუსი?!
ვიცი, არ გჯერათ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით: გიორგი კეკელიძე (პოეტი, პროზაიკოსი, ტელეწამყვანი, ესეისტი, სცენარისტი, ათოსი, პორთოსი, არამისი, დ’არტანიანი, ბიბლიოთეკის დირექტორი, ლიბ.ჯე-ს დამფუძნებელი…) არის ნაც-ენჯეოშნიკი და ლექსებიც შესაბამისი აქვს:
“ჩემი კოჭი ფეხმძიმეა უცხო სულით, ხოლო კლდე შეკრთა – ბეწვის ხიდი დაახამხამა. დაფრთხა შავი აქლემი და გაჯიუტდა. ამოვიღე ბუმბული და მოვიხმე. მოფრინდა მშიერი ფასკუნჯი, შემისვა ზურგზე და გავფრინდით. დავკალი აქლემი და ხორცს ვაწვდიდი. ვერ გაძღა და ფრთა გაეყინა – მე სისხლი, შემეშინდა, მოვიჭერი სარცხვინელი და ვაჭამე”
რავარია?!
ხომ არის “აქეთ გოჭი, იქით გოჭივით”?
პ.ს. მთაწმინდის პანთეონი გააფართოვეთ, ფარჩაკებო!!!” 
– წერს გიორგი იაკობაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება