IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ,ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ამის პარალელურად, მან საზოგადოებას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“ვირუსი არსად წასულა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ, რომ გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და შესაძლებლობები, რომლებიც სახელმწიფომ მოგვცა, მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში გამოვიყენოთ,” – განაცხადა მეზვრიშვილმა

კომენტარის დატოვება
IMG.GE