Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიდი სახელმწიფოები ინტერესების გატარებას პატარა სახელმწიფოების ინტერესების ხარჯზე ცდილობენ, დიდი მნიშვნელობა აქვს, საზოგადოება როგორ არის ინფორმირებული, ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ

მარშალ პრესი 02/09/2022
გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის განცხადებით დავრწმუნდით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა მმართველი გუნდი დავტოვეთ, რათა მას უხერხულობა არ შექმნოდა და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მმართველ პარტიაში ხარ, გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ჩარჩოები გაგაჩნია, ამიტომ კოლეგებისა და პრემიერ-მინისტრის განცხადება ერთნაირი ვერ იქნება, რაც აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია.

„დღეს, როგორც მინიმუმ, ის სიტუაცია მივიღეთ, რომ ომის პროპაგანდას და რადიკალურ პროცესებს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში ლეგიტიმაცია არ გააჩნია. როცა ორი-სამი თვის წინ დავინახეთ, რომ სერიოზული რისკი იყო, გარკვეულ ძალებს ჰქონდათ სერიოზული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ომში ჩართვა გაემართლებინათ იმით, თითქოს ეს იქნებოდა ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის დაწყების პროცესი და ა.შ. მაშინ, როცა რეალურად მივიღებდით დიდ დარტყმას როგორც სახელმწიფო, ეს იყო თავიდან აცილებული სწორედ იმით, რომ საზოგადოება, რომელიც ძირითადი გადაწყვეტილების მიმღებია, საქმის კურსში ჩავაყენეთ.

პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია და მისი განცხადება ჩვენი პოზიციისგან რომ განსხვავდება, მგონი, ეს არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან სწორედ ამიტომ დავტოვეთ „ქართული ოცნება“. როცა მმართველ პარტიაში ხარ, გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ჩარჩოები გაგაჩნია, ამიტომ ჩემი კოლეგებისა და პრემიერ-მინისტრის განცხადება რომ ერთნაირი ვერ იქნება, ეს აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ოთხივე დეპუტატი წერილში ამბობდა, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ნამდვილი ევროპული ღირებულებები და ჯანსაღი ურთიერთობები უნდა.

„ჩვენი მიზანი ხომ ეს არ იყო, ვინმესთვის რაიმე შეურაცხყოფა მიგვეყენებინა და ანტიდასავლური განცხადებები გაგვეკეთებინა? – არა, პირიქით, ჩვენ ყველა წერილში ვამბობდით, რომ აშშ-სთანაც და ევროკავშირთანაც ნამდვილი ევროპული ღირებულებები და ჯანსაღი ურთიერთობები გვინდა. თუ ისე მოხდება, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯით, რომელმაც გაამართლა, ამერიკასთან ურთიერთობა ისეთი იქნება, როგორც თანაბარი სახელმწიფოების, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. გარკვეული ტიპის დარტყმები ჩვენს თავზე ავიღეთ. დიდი სახელმწიფოები თავიანთი ინტერესების გატარებას პატარა სახელმწიფოების ინტერესების ხარჯზე ცდილობენ და დიდი მნიშვნელობა აქვს, საზოგადოება როგორ არის ინფორმირებული. ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თელავში რთველის შტაბში სამუშაო პროცესს გაეცნო
Next: უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან –

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025