Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ ვაშაკიძე – თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა, ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია, კარგად მესმის მათი მდგომარეობის, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია

მარშალ პრესი 04/04/2022
ნიკოლოზ ვაშაკიძე
უკრაინის დაზვერვის განცხადება ძალზედ საეჭვოდ გამოიყურება. თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა (რაც აუცილებლად უნდა მოეთხოვოს!), ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნაცმოძრაობის ხელისუფლების ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე წერს, რომელსაც 2000-2012 წლებში ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
მისი თქმით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება უმძიმეს ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას.
„უკრაინის დაზვერვის განცხადება ძალზედ საეჭვოდ გამოიყურება. მითითებულ მოწყობილობას აწარმოებენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ან სანქციები აქვთ დადებული რუსეთზე, ან რომლებსაც რუსეთისთვის გადასაცემად საქართველოს დერეფანი არ სჭირდებათ. ამგვარი ინფორმაციის გავრცელება უმძიმეს ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას. ამდენად, თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა (რაც აუცილებლად უნდა მოეთხოვოს!), ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია. კარგად მესმის მათი მდგომარეობის, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია“ – წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

Continue Reading

Previous: “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას ულტიმატუმს უყენებს – გვჭირდება მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან, ვის გვერდით დგანან: ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან
Next: ოპოზიციის სასახელოდ უნდა ვთქვა, მათ მოახერხეს ძალიან ცუდი, ავი ზრახვების სისრულეში მოყვანა – სარჯველაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025