ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის ერთობა არ არსებობს, დესტრუქციული პოლიტიკა ვერ გააერთიანებს სხვადასხვა მოთამაშეს პოლიტიკურ ფლანგზე

199
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ოპოზიციის ერთობა როგორც ასეთი, არ არსებობს, რადგან ყველა კვლევა რეალურად გვიჩვენებს, რომ ოპოზიციამ იმ დღის წესრიგში, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა არჩეული, აბსოლუტური ფიასკო განიცადა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დესტრუქციული პოლიტიკას მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება.

„ამ ფიასკოს ნამდვილი შედეგი არის რომ მათ ერთიანი კანდიდატები ვერსად ვერ წარმოადგინეს. ამ ფიასკოს შედეგია, რომ მათ ვერ წარმოადგინეს ახალი სახეები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები შეიძლება ყოფილიყვნენ, წარმოადგინეს ისევ ის სახეები, ვინც არიან პარლამენტში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი არ არიან კონკურენტები ჩვენი კანდიდატებისა. ისინი არც მოსახლეობის მხრიდან არ აღიქმებიან, როგორც მათი კონკრეტული თვითმმართველობის ინტერესების გამტარებლები ადგილზე, ისინი აგრძელებენ საარჩევნო რეჟიმში იმავე დესტრუქციული პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში ატარეს და რომელსაც არანაირი გამოხმაურება და არანაირი რეალური მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არ ექნება. ეს დესტრუქციული პოლიტიკა ვერანაირად გააერთიანებს მათ შორის სხვადსხვა მოთამაშეს პოლიტიკურ ფლანგზე და ამის ნათელ სურათს ფაქტობრივად  ჩვენ უკვე ვხედავთ. ის გაერთიანება, რასაც ჩვენ თბილისში ხოშტარიას და მელიას სახით ვხედავთ. ჩემი აზრით, ესეც აბსოლუტურად დამაბნეველია ამომრჩევლისთვის, რადგან ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი კონსოლიდირებულად მიდიოდეს და იცოდეს კონსოლიდირებული კანდიდატი და ნომერი ყველა საარჩევნო ბიულეტენისა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება