„ნაცმოძრაობის“ მიერ დასახელებულ კანდიდატებში ვერ დავინახე ისეთი კანდიდატი, მათ შორის ვერც ნიკა მელია, რომელიც მოიგებს – ელისაშვილი

309
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა. „მოქალაქეების ლიდერს მიაჩნია, რომ ვერცერთ კანდიდატი წარმატებას ვერ მიაღწევს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებულ კანდიდატებში ვერ დავინახე ისეთი კანდიდატი, მათ შორის ვერც ნიკა მელია, რომელიც მოიგებს. მერე რა რომ (ნიკა მელიას) მამა კანდიდატი არის? რამდენად ესმის ქალაქის პრობლემები, რომ მოაგვაროს? მერს რომ ქალაქის პრობლემებზე ელემენტარული წარმოდგენა არ აქვს, მაშინ რა, ბასტი-ბუბუ ხომ არ არის? ჩვენ დღე-დღეზე გვექნება იმ გუნდის პრეზენტაცია, რომელთა ნაწილიც იქნება მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში და ასევე იმ გუნდის, რომელიც გვინდა, რომ შევიდეს თბილისის საკრებულოში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები 15 აგვისტოს წარადგინა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება