Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა სახელმწიფოს ჰყავს თავისი აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები

მარშალ პრესი 01/09/2022
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი

ყველა სახელმწიფოს ჰყავს თავისი აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს.

„მას შემდეგ, რაც ზოგადად დედამიწაზე გაჩნდა ადამიანი, ჩამოყალიბდა, შეიქმნა დიდი სახელმწიფოები, მას შემდეგ, ყველა სახელმწიფოს, მოგეხსენებათ კარგად, იცით ჩვენი ქვეყნის ისტორია, სხვების ისტორიაც, რომ ყველა ერს და სახელმწიფოს, მათ შორის დიდ სახელმწიფოებს ჰყავთ თავისი აგენტებიც, მოღალატეებიც და გამყიდველებიც. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და ჩვენ ძალიან არ უნდა გავერთოთ ასეთი საკითხებით. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს. აი, ეს არის ჩემი პასუხი”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტის ბრიფინგისთვის არ მომისმენია, გავეცნობი და ამის შემდეგ შესაბამის დასკვნებს გამოვიტან
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთი პოლემიკით არ გავაძლიერებთ ურთიერთობებს აშშ-სთან არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.