IMG.GE IMG.GE

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე, გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს:

“გვარამია აცხადებს, რომ გაბუნიაზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ იცოდა. თუ იცოდა, რატომ არ განაცხადა? ქართული სპეცსამსახურები რუსებთან არიან “შეკრულები” და აზრი არ ჰქონდაო. ჩემი შენ გითხარიო!

გიორგი გაბუნია კი სამგლე გოჭივით არის ატეხილი. ნეტავ თვითონ თუ ხვდება რა შარშია გახვეული? მისი თანაგუნდელები ისე გაიმეტებენ სასიკვდილოდ, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ – ისე, როგორც მაკკეინის რეიტინგის ასამაღლებლად და პირადი გამორჩენისთვის საქართველო გაიმეტეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და სტრატეგიული ტერიტორიები და ობიექტები ჩააბარეს რუსებს.

მერე პუტინს აგინეს მკვდარი დედა და მისი საფლავი. იქნებ როგორმე მოეწყოთ ახალი პროვოკაცია და მორიგ შარში გავეხვიეთ. ახლაც ვერ ისვენებენ, ეტყობა, ახალ უბედურებას გვიმზადებენ მოახლოებული არჩევნების წინ.”- წერს თამარ კიკნაძე

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება