ჩინეთის საგარეო უწყება – ჩინეთი მოუთმენლად ელოდება „თალიბანის“ დაპირების შესრულებას ავღანეთში საომარი მოქმედებებისა და ტერაქტების დასრულებაზე

367
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩინეთი მოუთმენლად ელის „თალიბანის“ დანაპირების შესრულებას ავღანეთში საომარი მოქმედებებისა და ტერაქტების დასრულების თაობაზე, – აღნიშნულის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ქვეყნის ბედი თავად ავღანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

„იმედი გვაქვს, რომ შეიქმნება ტოლერანტული ისლამური მთავრობა და თალიბები უზრუნველყოფენ სამოქალაქო პირებისა და უცხოელი დიპლომატების უსაფრთხოებას. ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება უნდა დასრულდეს“, – დასძინა მან.

ლტოლვილებზე საუბრისას ჩუნინმა აღნიშნა, რომ ოფიციალური პეკინი მხოლოდ გაერო-ს წესდების შესაბამისად იმოქმედებს.

მოცემულ ეტაპზე ჩინეთის საელჩო ქაბულში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება