Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ეს მედია-ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის ის შემთხვევაა, რომელიც აუცილებლად დაზარალებულის გამარჯვებით დასრულდება

მარშალ პრესი 01/09/2022
გია გაბრიჭიძე

100000 ლარი და ცილისწამებაზე მკაცრი პასუხის გაცემის მოთხოვნა არამზადების ბოროტი ვნებების ალაგმვის პირველი შემთხვევაა, რაც თავშივე გვაჩვენებს ამ საქმისადმი კახი კალაძისა და მისი ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას სერიოზულ დამოკიდებულებას. ეს ფაქტობრივად იქნება მედია-ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის ის შემთხვევა, რომელიც აუცილებლად დაზარალებულის გამარჯვებით დასრულდება, რაც მხოლოდ კახი კალაძის კი არა, უამრავი ადამიანის გამარჯვებაა და რაც მთავარია ნამდვილი ჟურნალისტიკის ფეიკ-ჟურნალისტებისგან გაწმენდის პირველი ნაბიჯი იქნება – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე კახა კალაძის „ტვ პირველის“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავის დაწყებას.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა საიდანაც რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას:

1. იყო შემთხვევები, როცა ამ მედია-ტერორისტებისგან დაზარალებული ხალხი ცდილობდა სასამართლოს გზით გაეცა პასუხი იმ შეურაცხყოფაზე, რასაც ეს არამზადები აყენებდნენ, მაგრამ შედეგი არ იყო.
არ იყო ამ რამდენიმე წლის წინ დამკვიდრებული “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების” ლოზუნგით შეფუთული განუკითხაობის გამო, რასაც ცილისმწამებლები და ფეიკების გავრცელებაზე ორიენტირებული არამზადები თავიანთი ბოღმიანი სულის დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ.
არ იყო იმ რაღაც მატრაკვეცული დამოკიდებულების გამო, როდესაც ხელისუფლების დაზარალებული წარმომადგენლები ან ყოვლად უმაქნის “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას” მიმართავდნენ, ან სარჩელში ბოდიშის მოხდას და ერთი ლარის გადახდას ითხოვდნენ.

2. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომავალში კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას სისტემური ხასიათი ჰქონდეს.
„ამას ექნება სისტემური ხასიათი, იურისტთა ჯგუფი მუშაობს და სადაც ვნახავთ, რომ იქნება მსგავსი განცხადება, გვექნება შესაბამისი რეაგირება”.

3. დიმიტრი გაბუნია – სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და ახლა საქართველოს სასამართლომაც უნდა დაადგინოს.
1

00000 ლარი და ცილისწამებაზე მკაცრი პასუხის გაცემის მოთხოვნა არამზადების ბოროტი ვნებების ალაგმვის პირველი შემთხვევაა, რაც თავშივე გვაჩვენებს ამ საქმისადმი კახი კალაძისა და მისი ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას სერიოზულ დამოკიდებულებას. ეს ფაქტობრივად იქნება მედია-ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის ის შემთხვევა, რომელიც აუცილებლად დაზარალებულის გამარჯვებით დასრულდება, რაც მხოლოდ კახი კალაძის კი არა, უამრავი ადამიანის გამარჯვებაა და რაც მთავარია ნამდვილი ჟურნალისტიკის ფეიკ-ჟურნალისტებისგან გაწმენდის პირველი ნაბიჯი იქნება.“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

Continue Reading

Previous: დროა ტყუილს სიმართლე დავუპირისპიროთ – თამთა მეგრელიშვილი
Next: ესეც ასე, ყოჩაღ კახის, გადადგა პირველი ნაბიჯი, უჩივლა ტვ-პირველის ჟუუურნალისტს – ნინო ფოჩხუა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025