Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილს გერმანიის ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

მარშალ პრესი 01/09/2022
NE5A0436 (1)

2022 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა მიულოცა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველო და გერმანია ახლო მეგობრები და სანდო პარტნიორები არიან და ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები მტკიცე ისტორიულ საფუძველსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.  მინისტრმა და ელჩმა დადებითად შეაფასეს ჩამოყალიბებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა სფეროს და მტკიცე ხალხთაშორის და კულტურულ კავშირებს.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიურ დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გამახვილდა უახლოეს მომავალში დაგეგმილ უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო წარმომადგენლების მხრიდან. ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირების განხილვისას, დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ გერმანია ტრადიციულად ჩვენი ქვეყნის ერთი-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები გერმანული ბიზნესის საქართველოთი კიდევ უფრო დაინტერესების გზებზე, როგორც საინვესტიციო, ისე ლოგისტიკურ ჭრილში.

რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოსა და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ პარტნიორების მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილებას და აღინიშნა საქართველოს შეუქცევადი წინსვლა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მინისტრმა გერმანიის ელჩს გააცნო ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე დღის წესრიგი და საქართველოს მხრიდან როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ისე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებული პროგრესი.

გერმანიის დანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და გამოხატა მზაობა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების თაობაზე.

Post navigation

Previous: მავნებელმა ნაცმედიამ მორიგი უაზრო კამპანია ააგორა
Next: პრემიერ-მინისტრი Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.