Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • ბოლო სიახლე

საქართველოში მობილური მავნე პროგრამების შეტევები დასუსტდა, საბანკო ტროიანელები გაძლიერდა

მარშალ პრესი 01/09/2022
22

2022 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით, საქართველოში მომხმარებლები ნაკლებად განიცადიდნენ
მობილური მავნე პროგრამების თავდასხმას, მაშინ როცა და საბანკო ტროიანელები
გააქტიურდნენ. ამის შესახებ მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები,
რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში მომხმარებელთა 0,67%-ს
ემუქრებოდა მავნე მობილური საფრთხეები, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის
მეორე კვარტალში 0,75%-ს შეადგენდა.
იმ მომხმარებელთა წილი, რომლებიც შეეჯახნენ საბანკო ტროიანელებს 2022 წლის
საანგარიშო პერიოდისათვის გახდა 0,03%-ი, გასულ წელს კი მათი პროცენტული
მაჩვენებელი 0,02% იყო.
რაც შეეხება მობილურ გამოსასყიდ ტროიანებს, მონაცემების დაშიფვრის მცდელობებს,
შემდგომში გამოსასყიდის მოთხოვნით, მსგავსი რამ მიმდინარე წლის მეორე
კვარტალში და გასულ წელს საქართველოს მომხმარებლების მოწყობილობებზე არ
დაფიქსირებულა.
ექსპერტების მიერ რეკომენდებული მობილური მავნე პროგრამებისგან დამცავი
ზომების ნაკრები მოიცავს აპლიკაციების ჩამოტვირთვას მხოლოდ სანდო წყაროებიდან
და მესამე მხარის წყაროებიდან პროგრამების დაყენების შესაძლებლობის გამორთვას
მოწყობილობის პარამეტრებში, ასევე სისტემისა და აპლიკაციების მუდმივ განახლებას
უახლეს ვერსიებზე. მიზანშეწონილია არ მიჰყვეთ საეჭვო ბმულებს და არ გახსნათ
საეჭვო ფაილები SMS-ში, ელფოსტაში, მყისიერ მესინჯერებში, სოციალურ ქსელებში და
ბრაუზერებში. ასევე, მობილურის მომხმარებლებმა არ უნდა გაუზიარონ პერსონალური
და საბანკო მონაცემები ინტერნეტში საეჭვო პირებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამას
„მომგებიანი“ შეთავაზებების საპასუხოდ „ითხოვს“. გარდა ამისა ნებისმიერი ტროას და
სხვა მავნე პროგრამისგან თავის დასაცავად, უნდა დააინსტალიროთ საიმედო
ანტივირუსი თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, რომელიც ხელს შეუშლის მათ მავნე
საიტების ინსტალაციაში და მონახულებაში.

Continue Reading

Previous: თემების უქონლობით დაღლილმა ჩვენმა” კრიტიკულმა” მედიამ, მორიგი მავნებლური კამპანია ასწია, რასაც ბევრი ძაან ევროპელი გამოეხმაურა “ღლიცინით”
Next: გასაკვირია, რომ რეგულაციები, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის ნაკისრი ქილიკის საგანი გახდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025