Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რუსების და „ნაცების“ წისქვილზე დაასხამენ წყალს და ხალხი ამაზე არ უნდა წამოეგოს

მარშალ პრესი 31/08/2022
მამუკა მდინარაძე

„პროვოკაციაა, ვიღაც ახალგაზრდა კაცი რომ დარბის რუსეთის დროშებით და ხან ქუთაისის პარკში რომ აკრავს და ხან მანქანაზე. მოდით ერთ რამეზე დაფიქრდით ყველა, საზოგადოებაც და თქვენც, ჟურნალისტებო, ვის აწყობს ასეთი მოქმედებები და აქედან გამოვიდეთ. ასეთი მოქმედებები დღეს პიარულად აწყობს ერთადერთს -„ნაცმოძრაობას“ და მთლიანად მის კლასტერს და შემდეგ ისინი და მათი ტელევიზიები ამაზე აგებენ ხოლმე პიარს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა ეს არის პროვოკაცია, რაც აწყობს „ნაცმოძრაობას“ და ასეთ პროვოკატორებს პასუხებიც გაეცემათ.
მისივე თქმით ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც რუსების და „ნაცების“ წისქვილზე დაასხამენ წყალს, რაზეც ხალხი არ უნდა წამოეგოს.

„მოვიკითხე, სანამ თქვენთან გამოვიდოდი, ვინ არის და ჯერ ვერ მირკვევენ ვინ არის, გაურკვეველი ადამიანი დარბის, ხან მანქანაზე აკრავსო ამ რაღაცა დროშებს, ხან პარკში შევარდა იქ გააკრა და მერე ჩამოუხსნეს, მერე 5 წუთით თუ სადღაც დროშა გამოჩნდება მაინცდამაინც იმ 5 წუთში რატომღაც თქვენი ტელევიზიები, სააგენტოები ჩნდებიან, იღებენ ფოტოებს და ვიდეოებს და შემდეგ ხდება უბედურება. ეს აწყობს მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ და ასეთ პროვოკატორებს პასუხებიც გაეცემათ და ყველას ვაფრთხილებ და ვთხოვ, რომ ასეთ პროვოკაციებს ნუ წამოეგებიან. ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რუსების და „ნაცების“ წისქვილზე დაასხამენ წყალს და ხალხი ამაზე არ უნდა წამოეგოს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: საქართველოში მოქმედებს კარგად ორგანიზებული აგენტთა რაზმი – შალვა რამიშვილი
Next: ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს რუბენ სადოიანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.