Ნუ დავუძახებთ ჩვენს გვერდით მყოფ ანტივაქსერებს ბნელებს, ქაჯებს, ჩამორჩენილებს და ა. Შ. კიდევ მეტად ნუ ვზრდით დაპირისპირებას

906
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:


“გერმანიაში, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ხელახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა, დაშავდნენ სამართალდამცავებიც. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ძალა, დააკავეს ასეულობით ადამიანი. Სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც.
❗აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოკითხვებით, საფრანგეთსა და გერმანიაში, მაინც მხარს უჭერენ შეზღუდვების გამკაცრებას, რათა ყველამ იცხოვროს უსაფრთხო გარემოში.
📍Ჩვენი დაბნეული, დაეჭვებული, ჯერ კიდევ სრულად არაინფორმირებული აცრის მოწინააღმდეგენი, რასაკვირველია, მსგავსი საკითხის გამო ძალადობას არასოდეს მიმართავენ. Საქართველოს Ხელისუფლებამ მაქსიმუმის მაქსიმუმი გააკეთა მოსახლეობის ასაცრელად, მაგრამ ნებისმიერი მთავრობის ძალისხმევა ფუჭია, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ჩაერთო ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.
❗Ნუ დავუძახებთ ჩვენს გვერდით მყოფ ანტივაქსერებს ბნელებს, ქაჯებს, ჩამორჩენილებს და ა. Შ. კიდევ მეტად ნუ ვზრდით დაპირისპირებას საზოგადოებაში! Ნუ დავიზარებთ ახსნა-განმარტებას ინდივიდუალურად გასაგებ ენაზე! Ნუ ველოდებით საიდანღაც “ზემოდან” თუ “სხვისგან” ჩვენი აქტივობის დაწყებას! უსერიოზულესი გამოწვევა გვაქვს ყველას და თითოეულის ძალისხმევა საკმაოდ მნიშვნელოვანია.”-წერს აბაშიძე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება