Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კონკრეტული გეგმა გვაქვს, როგორ გვესახება სახალხო დამცველის არჩევა – მიხეილ სარჯველაძე

მარშალ პრესი 30/08/2022
მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კონკრეტული გეგმა და ხედვა აქვთ, თუ როგორ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა და პროცედურების მაქსიმალური ეფექტიანად წარმართვა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში დღევანდელი შეხვედრის მიზანია, გაიგონ პარტნიორების მოსაზრებები, თუ როგორია მათი ხედვა, აღქმა იმ სტანდარტების ირგვლივ, რომელიც დაცული უნდა იყოს.

„ვიმსჯელებთ, როგორია საერთაშორისო გამოცდილება, სტანდარტები. ამის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება. კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გვესახება სახალხო დამცველის არჩევა ჩართულობით, მაქსიმალური ეფექტიანობით პროცედურების წარმართვა. პროცესის შედეგად საუკეთესო კანდიდატი უნდა იყოს არჩეული. ეს თანამდებობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, ინტერესი მაღალია. დღევანდელი შეხვედრის ფუნქციაა, რომ გავიგოთ, ჩვენი პარტნიორების მოსაზრებები და როგორია მათი ხედვა, აღქმა იმ სტანდარტების ირგვლივ, რომელიც დაცული უნდა იყოს. ალბათ, ამ შეხვედრის ძირითადი დანიშნულება ისაა, რომ გავიგოთ, დამოკიდებულება და პოზიცია. არასამთავროებს პროცედურა როგორ ესახებათ, ეს ჯერ კარგად გასაგები არ არის. ჩვენი მიზანია, რომ სრულად გავიგოთ, როგორია საკითხით დაინტერესებული საზოგადოების, პოლიტიკური ორგანიზაციების ხედვა. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოზიციები. ამის შემდეგ შეგვეძლება პროცესის ისე დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს. პირველ ეტაპზე არ შემიძლია ვთქვა, რომ ცალკეული ორგანიზაციების რომელიმე შეხედულება არის უალტერნატივო. მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს საზოგადოებრივ ჩართულობას. ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და ამ მიზანს ისახავს ეს შეხვედრაც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: მთავრობა აპირებს, რომ გაყიდოს წინა ხელისუფლების დროს, “ფუფუნებისთვის შეძენილი” ვერტმფრენი და ამ ფასად სამაშველო ვერტმფრენები იყიდოს
Next: თუშეთში, გომეწრის ხეობაში, ვარდავაკეს ტერიტორიაზე ახალი ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.