Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, „BB“ დონეზე შეაფასა

მარშალ პრესი 29/08/2022

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია  „S&P“-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, „BB“ დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია  „S&P“ის შეფასებითვე,  საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთელ მსოფლიოში და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე უპრეცედენტოა და ეს ხელისუფლების გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია.

„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია  „S&P“ -მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB“ დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით, რაც ასევე სასიხარულოა ჩვენთვის.  ასევე მინდა ვთქვა, რომ მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა. მოგეხსნებათ, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში, მეგობრებო. მით უმეტეს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. კიდევ მინდა გავიმეორო, ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ეს ჩვენი ხელისუფლების გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია. ჩვენ სხვა, გაუგებარი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი, პოზიციები რომ დაგვეკავებინა, დღეს ქვეყანაში დიდი უბედურება იქნებოდა. ეს ჩვენ კარგად გვესმის“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: გურიაში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები იწყება
Next: არ გამოვრიცხავთ, ჩვენც ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ და მცირე კითხვის ნიშანიც კი არ დარჩეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025