“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე დღეს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

192
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მერობის კანდიდატმა მედიკოსებს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ავთანდილ თალაკვაძემ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ გაწეული შრომისთვის, რომელსაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე აგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად. თქვენ ხართ ბრძოლის წინა ხაზზე. თქვენი გმირობა სამაგალითოა. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი, რა ძალისხმევის, შრომის და სირთულეების ფონზე გიწევთ მუშაობა ყველა ექიმს, ექთანს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს – მთლიან სამედიცინო პერსონალს. მე მჯერა, რომ ჩვენ #ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ კოვიდ-19-თან ბრძოლაში და ქვეყანა განაგრძობს მშვიდ ცხოვრებას, კარგი დღეები დაბრუნდება“, – მიმართა ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ ექიმებს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება