ჩვენგან განსხვავებით მთავრობის გადადგომას ასე მარტივად არც ოპოზიცია ითხოვს და არც მათი მეგობარი თუ ლობისტი უცხოელები

541
წაკითხვა/ნახვა
mpn

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ნამდვილად არ არის სასიამოვნო, როდესაც უკრაინაში და ლიეტუაში განივითარებულ მოვლენებს ადავნებ თვალს ( მედიის წარმომადგენლების ფიზიკური ხელყოფა, შეტაკებები და დაპირისპირება სამართალდამცავებთან), ნამდვილად არ მინდა, რომ სიტუაცია უმართავი გახდეს: ვინ ვინ და ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება სხვაზე მეტი ვიცით, თუ რა ფასი აქვს სიმშვიდისა და სტაბილურ გარემოს. რას იზამ დემოკრატიის გაგება ხშირ შემთხვევაში თურმე სხვაგანაც სხვადასხვანაირად ხდება. პოლიტიკური დაძაბულობის კერებიც სხვაგანაც ჩნდება, თუმცა ჩვენგან განსხვავებით მთავრობის გადადგომას ასე მარტივად არც ოპოზიცია ითხოვს და არც მათი მეგობარი თუ ლობისტი უცხოელები.” – ნიკოლეიშვილი

კომენტარები
mpn
მოწონება