„ჟურნალისტებზე თავდასხმა სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ხდება“ – გია გაბრიჭიძე უკრაინაში ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე

499
წაკითხვა/ნახვა
mpn

ექსპერტი გია გაბრიჭიძე უკრაინაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის თანახმად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე უცნობმა პირებმა ჟურნალისტს სცემეს.

მისი თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმა სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ხდება:

„გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უცნობმა პირებმა გამოცემა „ბუკვის“ ჟურნალისტს, ოლექსანდრ კუჟელნის სცემეს, ფაქტზე გამოძიება კიევის პოლიციამ დაიწყო.

ამ ორიოდ დღის წინ ლიეტუვაში პარლამენტის წინ მიმდინარე არეულობის დროს 26 ეჭვმიტანილი.

მოკლედ რომ ვთქვა, ყველგან, სადაც ხდება არეულობა, სამართალდამცველები მოქმედებენ კანონის შესაბამისად, ხოლო ჟურნალისტებზე თავდასხმა სამწუხაროდ ყველა ქვეყანაში ხდება.

ასე რომ „ოპოების“ და მათი „ჟუუუურრრრნნალისტების“ უაზრო კივილ-წივილი ხელისუფლების გადადგომის შესახებ სრულიად ამოვარდნილია პროტესტის გამოხატვის რეალური ფორმისგან და სპეკულაციიდან, მარაზმში გადადის“, – წერს გია გაბრიჭიძე.

ინფორმაციისთვის, გამოცემა Unian-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უცნობმა პირებმა გამოცემა „ბუკვის“ ჟურნალისტს, ოლექსანდრ კუჟელნის სცემეს, ფაქტზე გამოძიება კიევის პოლიციამ დაიწყო.

„დღევანდელი საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე კაცი ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას უშლიდა ხელს და მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. პოლიცია დამნაშავეთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს“, – აცხადებენ კიევის პოლიციაში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული საპროტესტო აქცია რადიკალური მოძრაობა „ნაციონალური კორპუსის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა. არეულობების შედეგად 7 პოლიციელი დაშავდა.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი. მისი განცხადებით, მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვის უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, თუმცა არცერთი ძალადობრივი ქმედება როგორც მშვიდობიანი შეკრების სხვა მონაწილეთა მიმართ, ისე პოლიციელთა მიმართ დაუსჯელი არ დარჩება.

კომენტარები
mpn
მოწონება