ირაკლი ლატარია უკრაინაში ჟურნალისტის ცემაზე: აბა, მიდით, „ნაცებო“ და გვარამიას წარმომადგენლებო, დაგმეთ უკრაინის ხელისუფლება – თავისი მიშათი

728
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ექსპერტი ირაკლი ლატარია, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, უცნობი პირების მიერ ჟურნალისტის ცემის ფაქტს ეხმაურება.

„მოითხოვეს უკვე ზელენსკის გადადგომა? მაინტერესებს, სააკაშვილი რას იტყვის ამ ფაქტზე? ყველგან ხდება ჟურნალისტის ცემა, მთავარია ყველა დამნაშავე ხელისუფლებამ დააკავოს და როგორც ვიცი, ჩვენთან 50 კაცია დაკავებული. აბა, მიდით „ნაცებო“ და გვარამიას წარმომადგენლებო, დაგმეთ უკრაინის ხელისუფლება თავისი მიშათი – გელით!“, – წერს ირაკლი ლატარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული საპროტესტო აქცია რადიკალური მოძრაობა „ნაციონალური კორპუსის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა. არეულობების შედეგად 7 პოლიციელი დაშავდა..

კომენტარები
რეკლამა
მოწონება