IMG.GE IMG.GE

სოციალური ქსელის მომხმარებელი გია შარაშენიძე, „ტვ პირველის“ ერთ-ერთ სიუჟეტს ფეისბუქზე ეხმაურება:

„ვინმეს თუ გაუგია, რომ რომელიმე ქვეყნის ტელევიზია აჩვენებდეს საკუთარი ქვეყნის სასაზღვრო ლოკაციას, რომელიც მთებშია განლაგებული — არა ხო ? ჰოდა, ასე გასცა მტერს ტვპირველმა ნოდარიკომელაძის გადაცემით შაბათ საღამოს, ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო ლოკაციის ადგილი, ჩაფლული ტყესა და მთებში.

თან, ამ შპიონაჟს, რუქისა და დრონის გამოყენებით აკეთებს და იმასაც ყვება, რომ ქართული ვერტმფრენია იქ ჩამოვარდნილი და ტრაგიკული შედეგიც მოყვა,მაგრამ ვინ გენერლები დაიღუპნენ, ამას ვერ ამბობს, რადგან დაღუპული ვერტმფრენის პილოტი ცოცხალი აღმოჩნდა — პარადოქსი !…სხვები ვინ არიან, ვინც დაიღუპა ?!!

ეს ყველაფერი, ისეთ ადგილზე ხდება ითანას მთებში, რომ მელაძის მიერ გაგზავნილი კორეპონდენტები ძლივს აღწევენ იმ ადგილს, სადაც ჩვენი სასაზღვრო რაზმია ჩაბანაკებული. იქ, ყველაფერი გასაიდუმლოებულია — ზუსტად ითანას მთებს, რუსეთი ესაზღვრება. ტვპირველი კი ეთერით, ზუსტ კოორდინანტებს აწვდის დაინტერესებულ პირებს და ამას, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ამბით ფუთავს და აირზენასაც იხმარიებს მეტი კამუფლაჟისთვის: “თუ თქვენ ვერ ამოგყავთ, მე ამოვიყვან და ტურიზმს მოვახმარო”. ..

გაკვირვებული მესაზღვრე ეკითხება მისულ ახალგაზრდა ქართველ კორესპონდენტს: “ამ ყველაფერს ხომ არ იღებო”, და ისიც ატყუებს — “არაო” და ამ დროს, დრონი აქვს ჰაერში გაშვებული!

მესაზღვრეს ატყუებს – კამერა გამორთული მაქვსო, მაგრამ ვის საქმეს აკეთებს ეს არამზადა ტელევიზია ?! ან მესაზღვრე როგორ უშვებს, რომ მთებში ჩაფლულ მესაზღვრეების სადგომთან, ახლოს უშვებს ვიღაც უნობს, და ისიც კამერით და დრონით !?“ – წერს გია შარაშენიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება