ვინ არიან ქართველი სპორტსმენები, რომლებიც 4 მილიონ 750 ათას ლარს ინაწილებენ

389
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის პრიზიორებს – ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, გურამ თუშიშვილს, გენო პეტრიაშვილს და იაკობ ქაჯაიას საჩუქრად 500-500 ათასი ლარი გადაეცემათ.

 

ვერცხლის მედლის მქონე მოასპარეზეები ჯამში 2,5 მილიონ ლარს მიიღებენ.

 

ასევე, დღევანდელ ღონისძიებაზევე გაცხადდა, რომ ერთადერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელს, ძალოსან ანტონ პლესნოის საჩუქრად 250 ათას ლარს გადასცემენ.

 

რაც შეეხება ოქროს მედლის მფლობელ ოლიმპიურ ჩემპიონებს – ლაშა ბექაურს და ლაშა ტალახაძეს, ისინი 1-1 მილიონ ლარს მიიღებენ.

 

მათ სულ 2 მილიონს უსახსოვრებენ.

 

ამ გაანგარიშებით, 8 ქართველი სპორტსმენი საერთო ჯამში  4 მილიონსა და 750 ათას ლარს გაინაწილებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან მონაწილე სპორტსმენებს, რომლებმაც ქვეყანაში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჩამოიტანეს, ფულად ჯილდოს გადასცემს – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

 

“ოქროს მედლის მფლობელებს გადაეცემათ 1 მილიონი ლარი, ვერცხლის მედლის მფლობელებს – 500 000 ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელებს – 250 000 ლარი” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება