„ჟანგბადის კანულა აქვთ ცხვირზე მორგებული, ქოშინებენ და ამბობენ: ძალიან ვნანობთ აუცრელობასო, ყველას გადაეცითო“ – ბიძინა კულუმბეგოვი სამწუხარო სტატისტიკაზე

435
წაკითხვა/ნახვა
mpn

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ჩვენი ქვეყნის კლინიკებში 6 835 ადამიანი მკურნალობს და მათი 99.9% აუცრელია. ის გამოდის ინიციატივით, რომ პაციენტები, რომლებმაც უკვე დაძლიეს კოვიდი, ცუდი არ იქნება, თუ ტელევიზიები მათ ისტორიებს გააშუქებენ.

 

 

„ახლა CNN – ზე ინტენსიურ თერაპიაში მწოლიარე პაციენტებს ანახებენ, რომელთაც ჟანგბადის კანულა აქვთ ცხვირზე მორგებული, ქოშინებენ და ამბობენ: ძალიან ვნანობთ აუცრელობასო, ყველას გადაეცითო, რომ ესეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დაუშვათო.

 

სამწუხაროდ ამ დროს ჩვენი ქვეყნის კლინიკებში 6835 ადამიანი მკურნალობს და მათი 99.9% აუცრელია. არ იქნება ცუდი, თუ  პაციენტების თანხმობით ჩვენი ტელევიზიებიც მოგვასმენინებენ ასეთი ადამიანების აზრს.“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

კომენტარები
mpn
მოწონება