Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღეთ დასკვნა, სადაც სამართლებრივი არგუმენტები მითითებული არაა

მარშალ პრესი 28/08/2022
მიხეილ სარჯველაძე

ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღეთ დასკვნა, სადაც არაა მითითებული სამართლებრივი არგუმენტები – არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ოპონენტები ამ თემის ირგვლივ პოპულისტური განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ცდილობდნენ პიარული ხერხებით გაელანძღათ ის იდეა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტით, თუმცა სამართლებრივი, წონადი არგუმენტაცია კანონპროექტის განხილვის პროცესში არ ყოფილა. მოგვიანებით, როდესაც პრეზიდენტმა ამ კანონპროექტს ვეტო დაადო „პოლიტიკური მოტივებით“ ახსნა. თუმცა, მოტივირებული შენიშვნა იქ მოცემული არ არის.

ახლაც, როდესაც ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღეთ ეს დასკვნა და შეფასება, იქაც არაა მითითებული სამართლებრივი არგუმენტები. აქცენტი გაკეთებულია კანონპროექტის სწრაფად განხილვაზე, თუმცა, აქაც ვერ გავითვალისწინებ კრიტიკას ვერც ერთ შემთხვევაში და ვერ დავეთანხმები, რადგან კანონპროექტს პარლამენტმა არცთუ ისე ხანმოკლე დრო დაუთმო. კიდევ ვნახავთ ყურადღებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ამ საკითხების ირგვლივ. მაგრამ ჩვენთვის მთავარია ის არგუმენტი, რის გამო არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული, ასეთი არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვენეციის კომისიამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოსაზრება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ პროექტი ნაჩქარევად მიიღეს და დამატებით დამუშავება სჭირდება.

Post navigation

Previous: დღეს მარიამობაა – გილოცავთ
Next: სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ილია მეორე აღავლენს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.