Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გივი მიქანაძე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე მომუშავე ჯგუფზე: პროცესი ძალიან კონსტრუქციულად მიმდინარეობს, განსხვავებით იმ პროცესისგან, რომელსაც, ხელოვნურად და მიზანმიმართულად, რადიკალური ოპოზიციის 3 პოლიტიკური ჯგუფი გაემიჯნა

მარშალ პრესი 28/08/2022
გივი მიქანაძე

საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე მომუშავე ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. გაიზრდება პარლამენტის ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მათ შორის ეს შეეხება ინტერპელაციასაც. სამუშაო პროცესში, დეპუტატების გარდა, არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობდა.

„სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში, 40-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, რამაც კონკრეტული შედეგი გამოიღო. ეს იყო ძალიან ინკლუზიური პროცესი. გვაქვს პირველი შედეგები. ეს შედეგები უკავშირდება მე-11 პუნქტს, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებას უკავშირდება. მუშაობა დაასრულა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ფორმატში მოქმედმა ჯგუფმა, რითაც გაძლიერდება ის მექანიზმები, რომლებიც მთავრობის მიმართ ზედამხედველობას უკავშირდება. ვხედავთ, რომ ეს პროცესი ძალიან კონსტრუქციულად მიმდინარეობს, განსხვავებით იმ პროცესისგან, რომელსაც ხელოვნურად და, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად გაემიჯნა რადიკალური ოპოზიციის სამი პოლიტიკური ჯგუფი“, – აცხადებს გივი მიქანაძე.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი – იმდენად გადაფარებულია რადიკალურ ოპოზიციას და მესამე სექტორს, ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ იყო თავად დეგნანი აკერმანის შეკრების მონაწილეც
Next: დღეს მარიამობაა – გილოცავთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.