„სამართლიანმა არჩევნებმა“, ნაცვლად იმისა, რომ გამოაქვეყნოს უბნების სია, სადაც პარალელური დათვლა ჩაატარა, აქვეყნებს „განცდებზე“ დაფუძნებულ დასკვნას – შალვა პაპუაშვილი

197
წაკითხვა/ნახვა

ნაცვლად იმისა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნოს იმ უბნების სია, სადაც პარალელური დათვლა ჩაატარა და თავი არ აარიდოს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს, აქვეყნებს „განცდებზე“ დაფუძნებულ დასკვნას და „აჩენს განცდას“, რომ მას დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოზე ზეწოლა და მისი დისკრედიტაცია სურს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„აჩენს განცდას, რომ…“

სამწუხაროა, „სამართლიანმა არჩევნებმა“, ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებიდან შვიდი თვის თავზე მაინც გამოაქვეყნოს იმ უბნების სია, სადაც პარალელური დათვლა ჩაატარა და თავი არ აარიდოს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს, აქვეყნებს „განცდებზე“ დაფუძნებულ დასკვნას და ამით „აჩენს განცდას“, რომ მას დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოზე ზეწოლა და მისი დისკრედიტაცია სურს.

მოდით, ამ შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, შევეშვათ „განცდებს“, „აღქმებს“, „შთაბეჭდილებებს“ და ვისაუბროთ ფაქტებითა და მტკიცებულებებით“, – წერს პაპუაშვილი.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) დღეს განცხადება გაავრცელა. ISFED ცესკო-ში რეორგანიზაციის პროცესს ნაჩქარევად აფასებს და აცხადებს, რომ ამას მოწმობს 5-მარტიდან 14 მაისის პერიოდში რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება.

კომენტარები
მოწონება