Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რიჩარდ ნეფიუ: შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობა საკმაოდ ძლიერია და ჩვენი განზრახვაა საქართველოსთან მუშაობა განვაგრძოთ

მარშალ პრესი 25/08/2022
რიჩარდ ნეფიუ

შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობა საკმაოდ ძლიერია და ჩვენი განზრახვაა განვაგრძოთ საქართველოსთან მუშაობა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა გლობალური ანტი-კორუფციული მიმართულებით რიჩარდ ნეფიუმ განაცხადა.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, კორუფცია მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული, მთავარი გამოწვევა კი მასთან გამკლავებაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ გვექნება ანტიკორუფციული მოთხოვნები და ასევე, გვექნება მრავალი ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც დაგვეხმარება ამ გამოწვევასთან გამკლავებაში.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, ვიცი, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია უზრუნველყო. მათ შორის, კორუფციასთან გამკლავების ნაწილში და როგორც სტრატეგიული პარტნიორს, ჩვენ კვლავაც მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს ატლანტიკურ მისწრაფებებს, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც აუცილებელია მისი კანდიდატის სტატუსის განაცხადის წარმართვისთვის ევროკომისიაში.

ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი – შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობა საკმაოდ ძლიერია და ჩვენი განზრახვაა განვაგრძოთ საქართველოსთან მუშაობა“, – განაცხადა რიჩარდ ნეფიუმ.

Post navigation

Previous: ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლივერპულს“, „რეინჯერსა“ და „აიაქსს“ დაუპირისპირდება
Next: მოძრაობა “ხალხის ძალა” მორიგ განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.