ამ დღეს დაგეგმილი გრანდიოზული აქციის ნაცვლად, რუსთაველზე ანტისანიტარიის კერად ქცეული კარვებიღა დარჩა – ზაალ ანჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე

284
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აქციას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ 15 მაისს გეგმავდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ექნებოდა:

„15 მაისი ნამდვილად საკრალური დღე აღმოჩნდა ოპოზიციისათვის ბევრი გაგებით. ამ დღეს დაგეგმილი გრანდიოზული აქციის ნაცვლად, რომლითაც მათი ჭკუით ხელისუფლება უნდა დაემხოთ, რუსთაველზე ანტისანიტარიის კერად ქცეული კარვებიღა დარჩა.
მიხვდნენ, როგორც იქნა, რომ არავითარი მხარდაჭერა ამ აქციას არც ქვეყანაში და არც მის გარეთ არ ექნებოდა მარტივი მიზეზის გამო – ხალხს ეს „ნაციონალური“ მარაზმი მობეზრდა. ის მობეზრდათ დასავლეთშიც.დარჩა ბოლო აკორდი – პოლიტიკური ავანსცენიდან მათი უმტკივნეულოდ გასტუმრების“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება