ირაკლი ღარიბაშვილი – ისტორიული სამართლიანობა აღდგება, საქართველო აუცილებლად გაერთიანდება, მშვიდობის გზით აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს

216
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„29 წლის წინ, დღევანდელ დღეს, დაიწყო საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა – აფხაზეთის ომი.

მოძმე ხალხთა შორის კონფლიქტმა მრავალი ადამიანის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.

ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იდგნენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს.

ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება.

მშვიდობისა და განვითარების გზით ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს, რომელიც მიმზიდველი იქნება მისი თითოეული მოქალაქისთვის, სადაც ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების პირობებში ყველას ექნება თვითმყოფადობის შენარჩუნების, კეთილდღეობისა და განვითარების შესაძლებლობა“, – წერს ღარიბაშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება