მამუკა მდინარაძე: „ნაცებს“ „ნაცებისთვის“ გადამდგარმა გახარიამ გაასწრო და ახლა ცდილობენ თქვან, რომ 50%-იანი შედეგის შემთხვევაშიც კი, ლეგიტიმაციის პრობლემა იქნება

352
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„როცა ლეგიტიმაციის პრობლემაზე თვე-ნახევრით ადრე იწყებენ საუბარს, ეს „ნაცზე“ უფრო „ნაცობა“ გამოდის“, – ამბობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რითაც, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევას ეხმაურება.

მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატები მოახლოებული არჩევნების პირველივე ტურში შეძლებენ გამარჯვებას.

„ეს მონაცემები არის დამაჯერებელი. ერთი მხრივ, ეჭვი არავის ეპარება, რომ კახა კალაძე უალტერნატივოა და პირველ ტურში გაიმარჯვებს. მეორე მხრივ, რადგან „ქართული ოცნების“ რეიტინგი თბილისშიც გაზრდილია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკის შესაბამისად, რეგიონში კიდევ უფრო მაღალი შედეგი იქნება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ყველა პროგნოზი, მათ შორის, მათი ჩატარებული კვლევებიც გვეუბნება, რომ 50%-ს გადავცდებით. „ნაცებს“ „ნაცებისთვის“ გადამდგარმა გახარიამ გაასწრო და ახლა ცდილობენ თქვან, რომ 50%-იანი შედეგის შემთხვევაშიც კი, ლეგიტიმაციის პრობლემა იქნება. როცა ლეგიტიმაციის პრობლემაზე თვე-ნახევრით ადრე იწყებენ საუბარს, ეს „ნაცზე“ უფრო „ნაცობა“ გამოდის“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, პარტიების შორის ხმების გადანაწილება კი აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 46%-ზე მეტი აქვს. ამავე კვლევის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას მმართველი პარტიის კანდიდატები დააკომპლექტებენ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება