მიხეილ სააკაშვილი ვერასოდეს მოინელებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხელის დაფარებას – გურამ მაჭარაშვილი

801
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიხეილ სააკაშვილი ვერასოდეს მოინელებს თავის დანაშაულებს და ამ შემთხვევაში გირგვლიანის მკვლელობასა და ხელის დაფარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის შეფასებას გამოეხმაურა.

სააკაშვილის განცხადებას, რომ ჩოლოიანის საქმე შეადარა გირგვლიანის მკვლელობას, თითქოს იქ იყო გაუფრთხილებლობა, ყველაზე კარგი პასუხი გასცა საერთაშორისო სასამართლომ, რომელმაც სააკაშვილი 50-ზე მეტ საქმეში დაადანაშაულა როგორც საერთაშორისო დამნაშავე. აქედან გამომდინარე მისი აღელვება ბუნებრივია, ის ვერასოდეს მოინელებს თავის დანაშაულებს და ამ შემთხვევაში გირგვლიანის მკვლელობასა და ხელის დაფარებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მთავარი არხის“ ეთერში საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული უწოდა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება