არ შეიძლება მოლაპარაკებების გამართვა დათვთან, რომელიც შენს ფეხს ჭამს, – განაცხადა კიევში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.
„ახლა არ არის სუსტი გეგმის დრო მოლაპარაკებისთვის მათთან, ვინც უბრალოდ არ არის ამაში დაინტერესებული. არ შეიძლება დათვთან მოლაპარაკება მაშინ, როდესაც ის შენს ფეხს ჭამს“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ასევე ეწინააღმდეგება გარკვეული უცხოელი ლიდერების ძალისხმევას პუტინის სახის შესანარჩუნებლად.
„ჩვენ არ უნდა გვაწუხებდეს პუტინის „დამცირება“. ჩვენ არ უნდა გვაწუხებდეს დათვის ან ქუჩის ქურდის დამცირება. მთავარია უკრაინის სუვერენული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
