კახა კალაძე – მადლობა მოსახლეობას, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან არიან გააქტიურებული, იცრებიან და ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა

205
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისი მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და მან მოუწოდა მოსახლეობას, გაითვალისწინონ დარგის სპეციალისტების რჩევები.

​„ტრანსპორტის შეჩერებას რაც შეეხება, ეს გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ, დარგის სპეციალისტებმა. იცით, თუ როგორ იზრდება კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, რაც ძალიან ცუდია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შემცირდეს, ცოტაც უნდა გავიჭირვოთ. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის რეგულაციები, რაც არის მოთხოვნილი. ეს არის პირბადის ტარება, რომელიც ყველაზე მაგარი დამცავი საშუალება და ვაქცინაცია.

მადლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან არიან გააქტიურებული ადამიანები, იცრებიან და ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა; კიდევ უფრო მეტად უნდა ავუხსნათ ადამიანებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ერთადერთი საშუალება, ეს არის ვაქცინის გაკეთება. ამ რთულ ვითარებაში დავიცვათ, როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ასევე ჩვენი ოჯახის წევრები, ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება