Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა გიული ალასანიაზე: ნუ კეკლუცობს ტელეეკრანებიდან, ირინა ენუქიძე გაიხსენოს სარკის წინ პრანჭვისას. იქონიოს თავმოყვარეობა და ნუ ალანძღინებს თავს საზოგადოებას

მარშალ პრესი 24/08/2022
ნინო ფოჩხუა

“15 წელი გავიდა ირინას გარდაცვალებიდან, ალბათ მშვიდად განისვენებს თავის სანდროსთან ერთად. მისი

დიდი დამსახურება კი ის არის, რომ მისით დაიწყო კრიმინალური ბანდის, სახელად “ნაციონალური მოძრაობა” რღვევა, ფაქტიურად მან ახადა ნიღაბი “დემოკრატიის მშენებლებს”- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

“არის რაღაცეები, რასაც ადამიანები ვერ პატიობენ თავის თავს, მეც მათ შორის ვარ.

ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს, მაშინ როცა ირინა გვერდში დგომას ითხოვდა, მე ეს ვერ შევძელი, ვერ დავუდექი გვერდით, როცა ეს მახსენდება, ვიტანჯები, მაგრამ სახლში ორი თინეიჯერი ბიჭი მელოდებოდა, მათ სიცოცხლეს ვუფრთხილდებოდი. 15 წელი გავიდა ირინას გარდაცვალებიდან, ალბათ მშვიდად განისვენებს თავის სანდროსთან ერთად, ნათელში ყოფილიყვნენ. ირინას დიდი დამსახურება კი ის არის, რომ მისით დაიწყო კრიმინალური ბანდის, სახელად “ნაციონალური მოძრაობა” რღვევა, ფაქტიურად მან ახადა ნიღაბი “დემოკრატიის მშენებლებს.” არ ვიცი იმ ნაძირალა მიშას უვარგისი დედა თუ წაიკითხავს ამ სტატუსს ან თუ ვინმე გადასცემს, მინდა ვუთხრა, უღირსი ქალბატონია. ერთხელ მაინც მოიკითხა ირინა იმ საშინელი ტრაგედიის დროს? თუმცა სად ეცლებოდა, საშოპინგოდ დარბოდა ალბათ. ისიც დედაა და ირინაც? ნუ კეკლუცობს ტელეეკრანებიდან, პოდიუმზე არ არის, ირინა გაიხსენოს სარკის წინ პრანჭვისას, იქონიოს თავმოყვარეობა და ღირსება, ნუ ალანძღინებს და ნუ აცინებს საზოგადოებას. რაც დედა, ის შვილიო, ნათქვამია.”- წერს ფოჩხუა.

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი – ირინა ენუქიძე იყო და რჩება ქართველი დედის სიმბოლოდ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მკვლელი სისტემა ამხილა
Next: ზურაბ ქადაგიძე ჩერგოლეიშვილს: იდენტობის არსი რომ გესმოდეთ ერის ხმას უნდა გრძნობდეთ და სამშობლოს ინტერესები მიგაჩნდეთ უპირველესად, თუმცა თქვენთვის სამშობლო დასაცინი სიტყვაა და ეროვნება საუკუნეების გადმონაშთი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.